"პოლიციელები იყვნენ მოსულები და სახლის კარს ანგრევდნენ..." - რა მოხდა გორში?

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპჟია მობილიზებული. "დიანიუსის" ინფორმაციით, ცხინვალის გზატკეცილზე სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს. სხვა დამატებითი დეტალები ამ წუთებში უცნობია. 

„პოლიციელები არიან მოსულები. ერთ-ერთი მეზობლის სახლის კარი შეამტვრიეს და ისე შევიდნენ სახლში, როგორც ვიცით ერთი ბიჭი დააკავეს. სხვა არაფერი ვიცით", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დაკავებულია 35 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცია და მას სამართალდამცველები ოჯახში ძალადობას, მუქარას და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის მხოლოდ დაკავების ფაქტს ადასტურებენ.

 

შენიშვნა: ფოტოსურათი მითითებულია თემატურად