სექსუალურად უინტერესო და საინტერესო ქალების ნუსხა

ლიტველმა ასტროლოგებმა საინტერესო ონლაინ გამოკითხვა ჩაატარეს იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს მიიჩნევენ მამაკაცები სექსუალურად უინტერესოდ. საკმაოდ საინტერესო შედეგები მიიღეს, რომლის შესახებაც "ამბები.გე"-ს ასტროლოგი სოფო ბზეკალავა ესაუბრება.

- ამ გამოკითხვაში პირველი ადგილი ქალწულებმა დაიკავეს - გამოკითხული მამაკაცების უმეტესობამ მიიჩნია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები სექსით მხოლოდ მერკანტილური მოსაზრებებით კავდებიან...
მეორე ადგილზე სასწორები არიან - მათი პრობლემა ისაა, რომ ფიზიკურ კავშირზე მეტად, ემოციური კონტაქტი, ჩახუტება და მოფერება აკმაყოფილებთ... შესაბამისად, კარგ სექსს მთვარის შუქზე ხშირად გულითად საუბრებს ამჯობინებენ. რაც მამაკაცთა დიდი ნაწილისთვის ულმობელი ტანჯვის ტოლფასია.

მესამე ადგილი თევზებმა დაიკავეს - ამ ქალების უმრავლესობა ბუნებით ძალზე სათუთი და ბუტიაა. შესაბამისად, სექსუალური მოთხოვნილებების გამოხატვისა და ინტიმურ ურთიერთობაში სრულად გახსნის საკითხში თევზ ქალს ხელს უშლის ემოციური არასტაბილურობა. მას არ შეუძლია ჰქონდეს სექსი კაცთან, რომელიც მის სულიერ მდგომარეობას ვერ ხედავს და არ აინტერესებს იგი. თუმცა, თუ ემოციურ დისკომფორტს მოუხსნით, შესაძლოა თევზი ქალი შესანიშნავი საყვარელი იყოს.

- გამოკითხვას რომ გავცდეთ. ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან სექსუალური ქალები?
- ცნობილია, რომ ზოდიაქოს ნიშნები ოთხ ძირითად სტიქიად იყოფა: ჰაერი, ცეცხლი, მიწა და წყალი. შესაბამისად, სექსუალური ტემპერამენტიც ამა თუ იმ სტიქიის წარმომადგენლებს ერთმანეთისგან განსხვავებული აქვთ.

ცეცხლის სტიქიას ვერძი, ლომი, მშვილდოსანი განეკუთვნებიან. ამიტომ ასეთ ქალებს ცხოვრებაში ხშირად არა ერთი ან ორი, სამი ან მეტი თავბრუდამხვევი რომანიც აქვთ გაჩაღებული. სხვათა შორის, "საბედისწერო" სამკუთხედის მთავარ გმირებადაც ხშირად ცეცხლის სტიქიით დაბადებული ქალბატონები მოიაზრებიან. ეს იმიტომ რომ, საკუთარი სტიქიიდან გამომდინარე, მათში მონადირის ინსტინქტია გამძაფრებული. ამ ინსტინქტში კი "მამაკაცზე ნადირობაც" შედის. ასეთი ქალები სექსში დომინანტის პოზიციას არჩევენ და მალე იბეზრებენ პარტნიორს, თუ ეს უკანასკნელი არ შეეცდება მათთვის მიუწვდომელი და იდუმალი დარჩეს.

- რაც შეეხება წყლის სტიქიის წარმომადგენლებს.
- წყალი სექსუალური ენერგიის დაგროვებას უწყობს ხელს. ამიტომ წყლის სტიქის ქალბატონები (კირჩხიბი, მორიელი და თევზები) ურთიერთობაში გაცილებით ნაზები, მოსიყვარულეები და რბილები არიან. შეუძლიათ მამაკაცს სინაზითა და მაცდურებით თავი დააკარგვინონ. ამასთან, გარდა მორიელისა, წყლის სტიქიის ქალებს, როგორც წესი, არ ხიბლავთ დომინანტური პოზიცია და ცდილობენ, მამაკაცს საკუთარი უპირატესობა აგრძნობინონ. რაც შეეხება მორიელ ქალს, ამ სამიდან ყველაზე გამორჩეულია იმიტომ, რომ მამაკაცური პლანეტა - პლუტონი მართავს (თანამმართველი ასევე მამაკაცური ენერგიის მქონე მარსი), ამიტომ ეს ქალი, განწყობის მიხედვით ირგებს ხან დომინანტის, ხანაც მორჩილი გეიშას როლს. ზუსტად ამიტომ არიან ქალი მორიელები სექსში შეუდარებლები და მამაკაცები ხშირად აჩერებენ მათზე არჩევანს.

- რა ხდება მაშინ, როცა ჰაეროვან ქალებზე ვსაუბრობთ.
- მამაკაცს ასეთი ქალის მოსახიბლად და საწოლში შესატყუებლად, სექსუალურ მონაცემებზე მეტად, პირველ რიგში, ინტელექტუალური მონაცემები ესაჭიროება. ამიტომ თუკი თქვენი ინტერესის ობიექტი ტყუპი, სასწორი ან მერწყულია, სექსუალურ მაჩოს კი ნუ დაემსგავსებით, ერთი ორი წიგნი აიღეთ და წაიკითხეთ. მართალია, ჰაერის სტიქია განსაკუთრებული ვნებიანობით არ გამოირჩევა, მაგრამ ასეთ ქალებს არასოდეს ეშინიათ სექსში მრავალფეროვანი ექსპერიმენტების. შესაბამისად, მამაკაცი მათ გვერდით ნამდვილად არ მოიწყენს.



წაიკითხეთ  სრულად