ვინ არის 17 წლის გოგონა, რომელმაც საკუთარი დედა და და დანით დაჩეხა
- 27/08/19
- 4334 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
17 წლის მოსწავლე ჩეჩნეთიდან ოჯახის წევრების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. დანაშაულის ჩადენის მიზეზი სავარაუდოდ გახდა ის, რომ მას და "მიგდებულ ბავშვს“ ეძახდა.
23 აგვისტოს, დაახლოებით ღამის სამ საათზე შელკოვსკის რაიონის სოფელ გრებენსკაიაში საშინელი მკვლელობა მოხდა. 17 წლის გოგონას დასთან კამათი მოუვიდა. კონფლიქტის დროს მან დანით 21 ჭრილობა მიაყენა გოგონას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე.
ხმაურზე ოთახიდან გოგონების დედა გამოვარდა და 27 წლის ქალიშვილის დაცვა სცადა, თუმცა 17 წლის შვილმა მასაც ხუთჯერ ჩაარტყა დანა. ორივე
ადგილზე გაირდაიცვალა. გარდაცვლილები მამამ აღმოაჩინა. ის სახლში არ იმყოფებოდა, მოგვიანებით კი გამოძიებას განუცხადა, რომ მისი ქალიშვილები გამუდმებით ჩხუბობდნენ.
17 წლის გოგონა დააკავეს და დანაშაულიც აღიარა. მან განაცხადა, რომ უფროსი და გამუდმებით ეჩხუბებოდა, არ მოსწონდა, როგორ ალაგებდა სახლს, როგორ საუბრობდა, ხანდახან კი ეუბნებოდა, რომ აყვანილი იყო.
17 წლის გოგონაზე ამან ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა და ექვსი თვის განმავლობაში ემზადებოდა მკვლელობისთვის. იყიდა უზარმაზარი დანა საგანგებოდ ამისთვის.
ახლა რეგიონალური საგამოძიებო კომიტეტი ადგენს ინციდენტის ყველა გარემოებას. გოგონას კი ფსიქოლოგიური შემოწმება უტარდება. განაგრძეთ კითხვა


