სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეო, როგორ დაჭრეს პეკინზე 3 წლის ბავშვი

კადრში ჩანს, როგორ ჩაიარა ოჯახმა ქუჩაზე. დედას ხელი ტყუპისცალ ბიჭზე აქვს ჩაკიდებული ხელი, მამას – გოგონაზე. მოგვიანებით ისმის ბავშვის განწირული ტირილი და მამაკაცის ყვირილის ხმა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 2 საათის წინ უცნობმა ქალმა, რომელიც ზებრაზე გადადიოდა სამი წლის ბავშვს სახეზე ცივი იარაღი დაუსვა. მან მისი ტყუპისცალი გოგონასკენაც გაიწია, მაგრამ მას მამამ ააფარა ხელი. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. სამართალდამცველებს ის ჯერ არ უპოვნიათ.