ვინ არიან კომედი შოუს ვარსკვლავები, რომლებმაც რუსთავი 2-ის დატოვებაზე უარი განაცხადეს
- 27/08/19
- 3406 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კომედიურ-გასართობი შოუებია. ტელევიზია კომედიური ჟანრის კონტენტს, პრაიმ-ტაიმის გარდა, მის ქვეშ არსებულ "კომედი არხზეც" სთავაზობდა მაყურებელს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ არხი ვანო ჯავახიშვილმა დატოვა, საინტერესო იყო, რა ბედი ელოდა ტელევიზიის კომედიური მიმართულების შემადგენლობას.
რამდენიმე წუთის წინ "კომედი შოუმ" განცხადება გაავრცელა და გამოაქვეყნა იმ მსახიობებისა და სცენარისტების ფოტო, რომლებმაც "რუსთავი 2"-ზე დარჩენა გადაწყვიტეს.


