ეს ვახო სანაიას მესამე ცოლის ფოტოსურათებია, რომელზეც ახლახანს იქორწინა
- 27/08/19
- 32471 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ მესამედ იქორწინა. ჟურნალისტის რჩეული სტომატოლოგი თამარ ყურაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ ვახო მედიასთან პირად ცხოვრებაზე საუბარს ერიდება, "ინსტაგრამზე მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები მაინც გაასაჯაროვა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტი ვახო სანაია დაქორწინდა, სანაიას ქორწინების შესახებ სოცქსელში მისი ყოფილი მეუღლე, ნათია გაბუნიაც წერს.
“დამშვიდდით, ხალხო! გადაიჭედა ჩემი “ინბოქსი” შეკითხვებით, “სქრინებით”, ინტერპრეტირებული ამბებით. ჩემი და უნას გამო ამდენს თქვენ ნუ იღელვებთ. რაც შეეხება ფარულ ქორწილს “ჩექინის”გარეშე – ეს იმდენად სასაცილო და, ამავე დროს, ტრაგიკული ამბავია, თავისთავად ცხადს ხდის ამბავს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ქმარი ქალთა სოლიდარობისთვის “ხმალამოღებულ მებრძოლთან” მალულად რომ იქორწინებს და ამას “ინბოქსში” ჩაგდებული ფოტოთი გაიგებ. ცხადია, მძიმე ამბავია. თითქმის 5 თვეა, ჩუმად ვარ. ახლა კი ყველა იმ ადამიანს, რომელიც მხოლოდ სანახაობითა და ჩურჩულით ხართ დაკავებული, ვთხოვ, დატოვოს ჩემი სივრცე და სანახაობებს სხვა სივრცეებში დაელოდოს. შეკითხვებითაც ამ მასშტაბური სირცხვილის ავტორებს მიმართეთ. მე ორი უმშვენიერესი გოგოს დედა ვარ და ჩემი შვილების წინაშე ვალდებული ვარ, ვიყო ძლიერი. ყველა დროში ხომ ასე იყო, განსაკუთრებით – ჩვენს საზოგადოებაში. ის, რაც ადამიანებისთვის ტრაგედიაა, სხვებისთვის მხოლოდ სანახაობაა.. მადლობა ყურადღებისთვის და გასართობად სხვაგან გადაინაცვლეთ”, – წერს ნათია გაბუნია სოცქსელში.





