მსოფლიოს 10 ყველაზე გავლენიანი ქალბატონი (10 ფოტო)

1.ანგელა მერკელი 59 წლისაა და პირველი ქალია, რომელმაც გერმანიის კანცლერის თანამდებობა დაიკავა, 2005 წლიდან. ფორბსის მიერ შედგენილ სიაში მერკელი, ყველაზე გავლენიან ქალად ბოლო 10 წლის მანძილზე, 7–ჯერ დასახელდა.








2.მეორე ადგილი კი ბრაზილიის პრეზიდენტს დილმა რუსეფს ხვდა წილად. 2012 წელს ის მესამე პოზიციაზე იყო ფორბსის სიაში. გამოცემა წერს, რომ რუსეფი, მსოფლიოში ყველაზე დიდ, მე–7 ადგილზე მყოფ ეკონომიკას მართავს (GDP $2.4 ტრილიონი). პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებენ, რომ მისი პოლიტიკა ნაკლებადაა ორიენტირებული ჰუმანიტარულ საკითხებზე.

img








მელინდა გეითსი გავლენიანი ქალების სიაში მესამე პოზიციაზე. იგი "ბილ და მელინდა გეითსების ფონდის" თანათავმჯდომარეა. 2013 წელს ფონდის მთავარი მიზანია, 2018 წლისთვის მსოფლიოში პოლიომილიტი აღმოიფხვრას და 2020 წლისთვის 120 მილიონ ქალს თანამედროვე კონტრაცეპტივზე მიუწვდებოდეს ხელი, ამ მიზნით ფონდი ყოველწლიურად 140 მილიონ დოლარს გამოყოფს. გასულ წელს ფონდმა 3.4 მილიარდი გასცა გლობალური ჯანდაცვის პროგრამებში. ხოლო დაარსებიდან (2000) გრანტის სახით 26 მილიარდი აქვს გაცემული.

img









ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, მიშელ ობამა გავლენიანი ქალების სიაში მე–4 პოზიციაზეა. 2012 წელს იგი სიაში მე–7 იყო. ფორბსი წერს, რომ მიშელ ობამა აქტიურად იყენებს პირველი ლედის პლათფორმას და აქტიურად იბრძვის ბავშვთა სიმსუქნის პრობლემების დასაძლევად. მიშელ ობამა ცდილობს ჯანსაღი კვება და ცხოვრების წესი პოპულარული გახადოს. აშშ–ში პირველი ლედის მიმართ აშშ–ის მოქალაქეების 68%–ია დადებითადაა განწყობილი და ის უფრო პოპულარულია ვიდრე მისი ქმარი, პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

img










აშშ–ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პირველი ლედი ჰილარი კლინტონი გავლენიანი ქალების სიაში მე–5–ა. ჰილარი კლინტონი არის ერთადერთი პირველი ლედი, რომელიც სენატორი გახდა, მოგვიანებით იყო პრეზიდენტობის კანდიდატი და შემდეგ აშშ–ის სახელმწიფო მდივანი, როდესაც ბარაკ ობამა პრეზიდენტი გახდა. გამოცემა წერს, რომ ჰილარი კლინტონს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად მოიაზრებენ, რომელსაც დიდი შანსი აქვს პრეზიდენტი გახდეს. გამოკითხვების მიხედვით, დემოკრატების 65% ჰილარი კლინტონს მხარს დაუჭერს.

img









შერილ სანდბერგი სოციალური ქსელ "ფეისბუქის" მთავარი ოპერაციული დირექტორია. იგი 2012 წელთან შედარებით 4 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქალების ასეულში მე–6 ადგილზეა. სანდბერგი ასევე ავტორია წიგნისა "Lean In: Women, Work and the Will to Lead", რომელიც 2013 წლის მარტში გამოვიდა და გამოსვლიდან პირველ კვირაში 150 000 ეგზემპლარი გაიყიდა.

img










საერთაშორის სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი მეშვიდეა ყველაზე გავლენიანი ქალების ათეულში. პოსტის დაკავებიდან 2 წელი კრისტენი ევროპაში ვალების კრიზისს ებრძოდა. ლაგარდი ასევე იყო საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი 2007–2011 წლებში.

img










ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების მდივანი ჯანეთ ნაპოლიტანო სიაში მერვე ადგილზეა. ნაპოლიტანო სიდიდით მესამე დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომლის ბიუჯეტიც 48 მილიარდია, ხოლო თანამშრომლების რაოდენობა 240 000. ნაპოლიტანოს დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის საიმიგრაციო და საბაჟო საღვრის დაცვა, ნაპოლიტანო პასუხისმგებელია საიდუმლო სამსახურის და კიბერ უსაფრთხოების სამსახურებზე. მან "ფორბსის ქალთა სამიტზე" 2013 წლის მაისში განაცხადა:
"ჩვენი ქვეყნისთვის ისეთ კრიტიკულ მომენტში, როგორშიც ის ახლაა, ქალთა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი"

img










სონია განდი ინდოეთის ნაციონალური კონგრესის პრეზიდენტია და ის გავლენიან ქალებს შორის მეცხრეა. სონია განდი წარმოშობით იტალიელია და ყოფილი პრემიერ–მინისტრის რაჯივ განდის ქვრივია, რომელიც 1991 წელს მოკლეს. 2004 წელს სონია განდიმ პრემიერ–მინისტრობაზე უარი განაცხადა.

img










ათეულს ინდრა ნუი ასრულებს, რომელიც კომპანია "პეპსის" აღმასრულებელი დირექტორია. წელს მან კომპანაიში მრავალი ცვლილება შეიტანა და კვარტლური შემოსავალი 1.2%–ით გაზარდა 13 მილიარდამდე, მაღალი ფასებით და გაყიდვებით "პეპსიმ" აჯობა პროდუქტებს "დორტიტოს" და "ჩიტოსს".

img