
5 წლის ბავშვი, რომელსაც გორში რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ იპოვეს
- 01/09/19
- 388 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ამ დროისთვის ცნობილი ხდება, რომ 5 წლის ბავშვი, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში გორში ეძებდნენ იპოვეს. მცირეწლოვანი მამასთან ერთად აღმოჩნდა. როგორც დაკარგულის ახლობლები აღნიშნავენ, 5 წლის მათე ელიაურის მშობლები ერთად არ ცხოვრობენ.ბავშვის დედის ახლობლების თქმით, მამამ ბავშვი ანგარიშწორების მიზნით წაიყვანა.
შს სამინისტროს ინმორმაციით, მცირეწლოვანის მამა, მ.ჭ. ამ დროისთვის, შსს შიდა ქართლის სამმართველოში იმყოფება.