რა ქონებას ფლობდა და რა ქონებით ტოვებს მამუკა ბახტაძე პრემიერ მინისტრობის თანამდებობას

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას ბახტაძე სოციალურ ქსელში აკეთებს.

„2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო. განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე“, - წერს ბახტაძე.

როგორც მამუკა ბახტაძე წერს, იქნება „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი.

"მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს", - წერს ბახტაძე.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, როგორც შეიცვალა და რა ქონებით ტოვებს თანამდებობას ბახტაძე.

მის მიერ შევსებული ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მამუკა ბახტაძის ანაზღაურებამ ჯამში, 62 333.34 ლარი შეადგინა. კერძოდ, 2018 წლის 21 ივნისამდე პერიოდში ფინანსთა მინისტრობისას მისმა შემოსავალმა ამ პოსტზე 35 416,67 ლარი, ხოლო 21 ივნისიდან 31 დეკემბრის პერიოდში პრემიერ-მინისტრის პოსტზე კი 26 916,67 ლარი შეადგინა. განაგრძეთ კითხვა