
"ყველას ვაზღვევინებთ ამის გამო..." - 16 წლის ლუკა ფოფხაძე გარდაიცვალა
- 02/09/19
- 25250 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

16 წლის ლუკა ფოფხაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მას შემდეგ გართულდა, რაც გაუმართავი რეანომობილით გადაიყვანეს ამბროლაურიდან ქუთაისის საავადმყოფოში, გარდაიცვალა.
16 წლის მოსწავლეს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობდნენ. ის უგონო მდგომარეობაში 41 დღის განმავლობაში იყო.
გარდაცვლილის მამიდის, ფატი გოგოლაშვილის ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა უმძიმესი იყო.
"ვერ გიშველა დედის ლოცვამ დე. ვერ გადაგარჩინე დე. დასრულდა ჩემი და შენი ოცნებები დე. ახლა მხოლოდ ერთი ოცნება დამრჩა შვილო - ვიარო იმ გზაზე, რომელიც შენთან მომიყვანს. აქ ვერა, მაგრამ... მანდ მაინც ვიყო შენთან, გზა შემიმოკლე დედიკო გთხოვ...
ახლა რა ვქნა, როგორ ვიცხოვრო, რა ვუყო 16 წლის მოგონებებს და ნივთებს, რაც შენთან მაკავშირებს... რა ვუყო იმ ქუჩებს, ადგილებს სადაც ერთად გვივლია. უერთმანეთოდ ხომ ვერ ვძლებდით დედუკა, ჩემო კეთილშობილო, მოსიყვარულე, მზრუნველოო, უწყინარო შვილო წამიყვან... ყვირილი მინდა, სამყარომ რომ გაიგოს ისეთი ყვირილი, მაგრამ დავმუნჯდი, ვიხრჩობი დე..." - წერს გარდაცვლილი მოსწავლის დედა ბელა ჯმუხაძე. განაგრძეთ კითხვა