უნიკალური შემთხვევა - რამდენიმე წუთის ახალშობილმა მამის ხმის გაგებისას სიცილი დაიწყო

პატარა ანტონელას ოჯახს სჯერა, რომ ეს მშვენიერი მომენტი ზუსტად მაშინ მოხდა, როცა გოგონამ მამის ხმა იცნო.

დედა მედიასთან საუბარში ამბობს, რომ გოგონას მის გულმკერდზე ეძინა, როცა ქმარი ბავშვს გამოელაპარაკა, რა დროსაც ანტონელამ თვალები გაახილა და გაუღიმა.

ის ყვება, რომ ჯერ კიდევ ორსულობის დროს ქმარი ბავშვს ეთამაშებოდა და ელაპარაკებოდა.

 „მე ვფიქრობდი, ვიცოდი, რა იყო ნამდვილი სიყვარული. მას შემდეგ, რაც ეს სამყაროში ყველაზე გულწრფელი ღიმილი დავინახე, ეს იყო…ამან დამარწმუნა ნამდვილ სიყვარულში“, – ამბობს ფლავიო, ანტონელას მამა.

ანტონელა 11 აგვისტოს დაიბადა, როცა ბრაზილიაში მამების დღე აღინიშნება.