
ნიკა არაბიძე რ2-ში დარჩენილ კომედი შოუს მსახიობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- 04/09/19
- 6877 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

„კომედი ჯგუფში“ მსახიობების ძირითადი ნაწილი დარჩა, მცირე ნაწილი კი „მთავარ არხზე“ გადავიდა. ჯგუფის დირექტორი ალეკო მალხაზიშვილია. როგორც ის აცხადებს, ბევრი ძველი შოუ რჩება „რუსთავი 2“-ზე, მათ შორის „ვანოს შოუს“ ფორმატის გადაცემაც. ახლა იმაზე მიდის მსჯელობა, თუ ვინ წაიყვანს ამ შოუს. როგორც „პრაიმტაიმთან“ ნიკა არაბიძემ განაცხადა, „კომედი შოუში“ მასთან ერთად დარჩა მიშა ანდღულაძეც.
ნიკა არაბიძე: „გვემატებიან ახალი მსახიობები და ახალი სახეები, უცნობი, ნაცნობი. ძველი გუნდიდან კი დავრჩით – მე, ალეკო მალხაზიშვილი, ვახო ბიჭიკაშვილი, მიშა ანდღულაძე, გივი პაპავა…“