ოჯახური ძალადობა ცოლ-ქმარს შორის - ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია

რუსთავში, XVII მიკრორაიონში ოჯახური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა.

ცოლ-ქმარს შორის კამათი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცმა 25 წლის მეუღლეზე იძალადა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, სამართალდამცავებმა მამაკაცი დააკავეს.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს".