"ერთი საათის წინ ვიყავი ვაკის მაჭახელაში... მაგიდასთან დავსხედით და ორ წუთში გვესმის მამაკაცის ყვირილი ბარის მხრიდან..."

ერთი საათის წინ ვიყავი ვაკის მაჭახელაში, ჩემს დასთან და პატარა დისშვილთან ერთად. მაგიდასთან დავსხედით და ორ წუთში გვესმის მამაკაცის ყვირილი ბარის მხრიდან. როგორც შემდეგ გავარკვიე, ეს იყო ამ დაწესებულების მენეჯერი, ბატონი გიზო (გვარი ვერ გავარკვიე). ბატონი გიზო თანამშრომელ გოგოს ბოლო ხმაზე უყვიროდა, რომ როცა ეძახდა აეწია ერთი ადგილი და მისულიყო, მეორეჯერ არ დაეძახებინებინა. ეს ადამიანი იყო გაბრაზებული, ნერვიული და აგრესიული. ყვირილს რომ მორჩა, ხმადაბალი გინებით გააგრძელა დარბაზში სიარული. 
ხოდა იმიტომ ვწერ ამ პოსტს, რომ ვინმე გიზოს სამსახურის დაკარგვის სურვილი კი არ მკლაMს, როგორც მოქალაქეს მორალური ვალდებულება მაქვს, რომ რეაგირება მქონდეს სხვა ადამიანის ჩაგვრაზე. ასევე მაქვს უფლება, რომ დაწესებულებაში სადაც ფულს ვიხდი, დამხვდეს მშვიდი გარემო და თავაზიანი მომსახურება.
Machakhela - Samikitno
პოსტს თან ვურთავ ვიდეოს, სადაც ჩემი და ბატონი მენეჯერის საუბარი ისმის. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთან საუბრისას ძალიან საყვარლად თავაზიანია 

ვთვლი, რომ მაჭახელას ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს რეაგირება მსგავს "უმსგავსო" ქცევებსა და სიტუაციებზე.

ბატონი გიზო და მისნაირები კი ადამიანების პატივისცემას თუ არ ისწავლიან, იმედს დავიტოვებ რომ ყველა ჩემნაირად ზრდილობიანად არ დაელაპარაკება.

თხოვნა ჩემს მეგობრებს და რიგით მოქალაქეებს: 
ნუ დახუჭავთ თვალს სხვა ადამიანების ჩაგვრაზე, თორემ ერთ დღეს შეიძლება თვითონ დაგჭირდეთ თანადგომა და გვერდით არავინ აღმოჩნდეს.

გმადლობთ ყურადღებისთვის!