
ევროპაში ტრანსგენდერ მამაკაცს ბავშვი ეყოლა (სურათი)
- 2014-02-21 18:18:37
- 3026 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

გერმანელი ტრანსგენდერი მამაკაცი(თუ შეიძლება მამაკაცი ვუწოდოთ) პირველია ევროპაში, რომელმაც ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ ბავშვი გააჩინა.
ტრანსგენდერ მამაკაცს, რომელიც ქალად დაიბადა და შემდეგ სქესი შეიცვალა, ბიჭი ეყოლა, მან ბერლინის ერთ–ერთ ღარიბ რაიონში, სახლში იმშობიარა.
მამაკაცი წლების მანძილზე იღებდა სპეციალურ ჰორმონებს სქესის შეცვლის მიზნით, თუმცა მას ქალის რეპროდუქციული ორგანოები შენარჩჩუნებული ჰქონდა.
დაბადების მოწმობაში ბავშვის დედა მითითებული არაა, მითითებულია მხოლოდ მამა.
ტრანსგენდერ მამაკაცს არ სურდა, რომ დაბადების მოწმობაში მითითებული ყოფილიყო ბავშვის დედად, მისი ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ის ასევე მოითხოვდა, რომ მოწმობაში არ ყოფილიყო იდენტიფიცირებული ბავშვის სქესი, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს და მიუთითეს, რომ ბავშვი მამრობითი სქესისაა.
ევროპაში ეს შემთხვევა პირველია, თუმცა ამერიკაში ცხოვრობს ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელსაც სამი შვილი ჰყავს.