ეკა ყუშიტაშვილს 30 დღიანი პატიმრობა ემუქრება
- 2015-02-02 08:55:06
- 11878 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ადვოკატმა გიორგი ონიანმა ეკა ყურშიტაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. მისი განმარტებით, ყურშიტაშვილმა სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლი დაარღვია, რაც 30 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.
„გარდა ამისა, არის ფინანსური სახდელი, რომელსაც დააწესებს სასამართლო, რადგან ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამ კანონდარღვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე ფაქტის გახმაურებისთანავე უნდა აღეძრა“, - განაცხადა ონიანმა და დასძენს, რომ ბრალდებები აქვს საპატრულო პოლიციის უფროსის დავით ცინარიძის წინააღმდეგაც.
„ცალსახაა, რომ ყუშიტაშვილი უკავშირდება თანამდებობის პირებს შსს-ში, მათ შორის ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსს და ეს ადამიანი ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, 332-ე მუხლი,“ - აღნიშნა ონიანმა.
შეგახსენებთ, ეკა ყურშიტაშვილის და პატრულის ინციდენტის შესახებ ვიდეო რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ მოქალაქე ყურშიტაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებს. როგორც ვიდეოში ჩანს, ეკა ყურშიტაშვილი პატრულს ჯარიმის გამოწერის უფლებას არ აძლევს და ამბობს, რომ ის დავით ცინარიძის ახლობელია.
წყარო