"იმდღეს კადრებში გიყურებდი... გაბრაზებული ვიყავი, საყვირმა გაგყიდა..." - ნანუკა ჟორჟოლიანი ნოდარ რუხაძეზე

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთ ორგანიზატორს, ნოდარ რუხაძეს მიმართავს.

ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე მდგომი ბიჭი ძალიან გაიზარდა.
"Nodar Rukhadze - იმ დღეს კადრებში გიყურებდი, მთელი ზაფხული რუსთაველზე დგომით გათანგული მტკიცედ მიყევი ბოლომდე ე.კ-ს საყვირმა გაგყიდა რომ ძალიან გაბრაზებული იყავი, ისე გემრიელად უსტვენდი. მერე მინდოდა მომეწერა როგორ შეიცვალე და გაიზარდე. ისიც მინდოდა მეთქვა რა მაგარი ბიჭი ხარ და თურმე დამავიწყდა.

ჰოდა აჰა, გწერ" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.