"ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული..." - რა ხდება გორში

ამ წუთებში გორში, კომბინატის დასახლებაში პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. ,,დიანიუსის“ ინფორმაციით, მშვიდობის გამზირზე რამდენიმე პირი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ფაქტის ამსახველი ფოტო ,,დიანიუსს“ ადგილობრივებმა მიაწოდეს. ამ წუთებში კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე პირი სამართალდამცველებმა გადაიყვანეს. დამატებით დეტალებს ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ვცდილობთ.