"ეს რა მოვისმინე მართლა ამეტირა...." - თაკო ჩარკვიანი

პარტიის “კანონი და სამართალი” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი, მამუკა ხაზარაძის მიერ ტვ “მთავარის” ეთერში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება:

” ახლა ვუსმენ ბანკირ მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე- პასუხებმა კიდევ ერთხელ განმაცვიფრა, ნიკა გვარამიას კითხვაზე, რატომ დაწერეთ წერილი რითიც მხარდაჭერა გამოუცხადეთ არჩევნების წინ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ანტისახელმწიფროებრივი განცხადებები და პოზიცია აქვს დაფიქსირებულიო ასე უპასუხა ბანკირმა, “ბიზნესი და ჩემი გუნდი,უნდა გადამერჩინა რომ არ დამეზიანებია”  ანუ კაცს, რომელსაც ქვეყნის ლიდერობაზე აქვს პრეტენზია- უპირველესი თავისი ბანკი და გუნდი ჰგონია- მინდა შევახსენო ბანკირს , რომ საქართველო ხაზარაძის “გუნდი” არ არის! მეორე -პროკურატურის მახინჯი სისტემა გვაქვსო და თავად შოთაძის ანუ მაშინდელი პროკურორის დანაშაულებრივ ქმედებას ბანკირი თურმე მალავს წლების მანძილზე, რატომ??? აქაც “ბიზნესი და გუნდი უნდა გადავარჩინო” არის პასუხი ვააახ ჩემო ქვეყანავ – “ტიპებს” საქართველო ბიზნეს პროექტი ჰგონიათ და ამიტომაც ვართ ამ დღეში- სიტყვა “მტრობა- მტერი “არ მოსწონს ბანკირს- ჰოდა მაშინ ვეტყვი, რომ მტერი არა და უფრო ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება, მხოლოდ ზურაბიშვილისგან მაქვს მოსმენილი- ახლა სრულიად გასაგებია ჩემთვის, რატომ დაუჭირა მხარი გულმხურვალედ სალომე ზურაბიშვილს- საქართველო კი არა – ბიზნეს-გუნდი გადაარჩინა თურმე, ეს “რეებს ვისმენ მართლა მეტირება – კაცს – ბანკირს შოთაძით აშინებდნენ თურმე და ამას ,რომ პუტინმა დაუბღვიროს ერთი ,( თან ხაზარაძემ “გუნდის” გადარჩენა მოინდომოს კვლავ), საქართველოს ჩააბარებს ალბათ , პუტინის ერთ დაცემინებაში- ეეეეჰ თქვენი ბიზნესი არ ვიცი და საქართველო ნაღდად ვერ გადარჩება თქვენს ხელში ბ.ნო ბანკირო!!!!!ჰოდა, გადაარჩინეთ თქვენი ბიზნესი ბანკირო და საქართველოს ჩვენ მივხედავთ და გადავარჩენთ კიდეც, შეშინებული ბიზნესმენებისგან, ხელისუფლებებთან, რომ საქმეებს ალაგებენ მუდამ ქვეყნის ინტერესების ხარჯზე ( აკი აირჩია კიდეც პ-რეზიდენტი- სახელმწიფოფოს ინტერესების ხარჯზე- “გუნდი გადავარჩინეო”! ბანკი არ არის სამშობლო, ბ-ნო ბანკირო, თუ როგორც თქვენ ამბობთ -“ძმაო”!! p.s ისე, მინდა ვთქვა, რომ ამ ინტერვიუთი მთავარ არხზე , ხაზარაძე – დასრულდა!”