"გისამძიმრებთ პირველ კლასელებო, ბოდიშს გიხდით რომ ვერ სევძელი თქვენი დახმარება..."
- 16/09/19
- 3214 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ასე ეხმაურება სასწავლო წლის დაწყებას:
"ვუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო
თქვენ გელით საკუთარი მშობლების და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯოხეთის გავლა, სადაც:
- დაგამცირებენ
- მოგექცევიან როგორც მონებს
- დაგაზეპირებინებენ სრულიად გამოუსადეგარ ზღვა ინფორმაციას
- არ მოგცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც გაინტერესებთ
- გასწავლიან ფარისევლობას
- დაგაკარგვინებენ აზროვნების უნარს
- შეგაზიზღებენ სწავლას და ფიქრს
- შეგაზიზღებენ დილით გაღვიძებას
- საბოლოო ჯამში გაგწირავენ წარუმატებლობისთვის და სიღარიბისთვის
და ამ ყველაფერს თავად თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუა დააფინანსებენ
ბოდიში რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა," - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


