"ტელეფონი ჩავარდნია აბაზანაში..." - 26 წლის გოგონა საკუთარი სახლის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს
- 18/09/19
- 1660 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ევგენია შულიატიევა საკუთარ აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ Daily Mail წერს. შემთხვევა რუსეთში, მოსკოვთან ახლოს მდებარე ქალაქში მოხდა. როგორც ვარაუდობენ, გოგონა მობილურ ტელეფონს აბაზანის გვერდით ტენიდა, რა დროსაც ტელეფონი წყალში ჩაუვარდა.
ევგენია გასული 12 თვის განმავლობაში, მსგავსი სიკვდილით გარდაცვლილი მე-8 ადამიანია.
რთულია თქმა, იმ მომენტში ევგენია ტელეფონს მოიხმარდა თუ არა. გოგონა ოთხშაბათს დაკრძალეს.


