ქორწინების გარეშე თანაცხოვრება დასჯადი ხდება

ინდონეზიაში ქორწინებამდე თანაცხოვრების შემთხვევაში წყვილებს (სქესობრივი კავშირი) ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრებათ - ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს. 

აღნიშნულს ითვალისწინებს ახალი კრიმინალური კოდექსი, რომლის მიღებაზეც ინდონეზიის მთავრობის წევრები და პარლემენტის წევრები შეთანხმდნენ.

დაუქორწინებელ წყვილებს, რომლებიც „ცოლ-ქმრის მსგავსად ერთად ცხოვრობენ“, ექვსი თვით პატიმრობა დაემუქრებათ ან ჯარიმის სახით 710 დოლარის გადახდა მოუწევთ.

მათ მიმართ საქმის წარმოება იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ პოლიციას შესაბამისი საჩივრით „სოფლის უხუცესი“ მიმართავს და ეჭვმიტანილის მშობლები ან შვილები წინააღმდეგნი არ არიან. პოლიციაში საჩივრის შეტანა ასევე შეუძლიათ ეჭვმიტანილის შვილებს, მეუღლეს ან მშობლებს.