10 ჩვევა, რომელიც ტვინს ნელ-ნელა კლავს

ტვინი ადამიანის სხეულის მთავარი ორგანოა. 21-ე საუკუნის პროფესიათა უმეტესობაც სწორედ გონებრივ მუშაობას უკავშირდება, ასე რომ, ტვინი ახლა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. თუმცა სათანადოდ არ ვუფრთხილდებით მას. არსებობს 10 მავნე ჩვევა, რომელიც ნელ-ნელა კლავს ჩვენს ტვინს.

1. დილა საუზმის გარეშე
მათ, ვინც არ საუზმობს, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე აქვთ და ეს ტვინის აქტივობას ამცირებს.

2. ზედმეტი კვება
ზედმეტი საკვები სისხლძარღვებში ქოლესტერინს აგროვებს, მათ შორის ტვინში გამავალ სისხლძრღვებში.

3. მოწევა
სიგარეტი ტვინის უჯრედებს კლავს.

4. ზედმეტი შაქრის მოხმარება
რაც მეტია შაქარი, მით მეტია ტოქსინი, ზედმეტი წონა და ნაკლები სასარგებლო ნივთიერება. ეს ტვინის მუშაობაზეც უარყოფითად მოქმედებს.

5. ჰაერის დაბინძურება
ეს ფაქტორი ჩვენზე ნაკლებად არის დამოკიდებული, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ჟანგბადის ნაკლებობა ტვინის მუშაობას ანელებს.

6. უძილობა
თუ ძილის რეჟიმს უდიერად ექცევი, წინ კარგი არაფერი გელოდება. უძილობა ტვინის უჯრედებს კლავს.

7. ნარკოტიკები და ალკოჰოლი
ეს ნივთიერებები ტვინში გამოუსწორებელ დარღვევებს იწვევენ.


წაიკითხეთ  სრულად