
ქართული ბაზარი მკვლელი ბიჟუტერიით არის სავსე
- 2015-02-02 11:22:15
- 3178 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

სულ ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განგაშის ზარს შემოჰკრა. ქვეყანაში ჩინური სათამაშოების შემოტანა სასწრაფოდ აკრძალეს და უკვე გაყიდვაში არსებული ქსელიდან ამოიღეს. საქმე იმაში გახლდათ, რომ სათამაშოები ქიმიური ნივთიერება ტყვიით იყო გაჟღენთილი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩინური პროდუქციის იმპორტი მსოფლიო ბაზარზე კვლავ აღდგა, რადგან ჩინეთმა განაცხადა, რომ სიტუაცია გამოასწორა და პროდუქცია ტყვიას აღარ შეიცავდა. მაგრამ სულ მალე, პრობლემა ისევ მთელი სიმძაფრით დადგა დღის წესრიგში და საქმეში ახლა უკვე ევროპაც ჩაერთო.
საქმე ის გახლავთ, რომ ჩინეთმა, ქიმიური ნივთიერება ტყვია უბრალოდ მეორე ქიმიური ელემენტით კადმიუმით ჩაანაცვლა, რომლის ჭარბი დოზაც ისეთივე წარმატებით დამანგრეველად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელაბაზე, როგორც ტყვია. როგორც ქიმიკოსები ამტკიცებენ, საკმარისია, ბავშვმა რამდენჯერმე პირში ჩაიდოს კადმიუმიანი საღებავით გაჯერებული სათამაშო, ონკოლოგიური პაციენტი ხდება. კადმიუმის ორგანიზმში რამდენჯერ მოხვედრით იწვევს ნივთიერება სიმსიმვნეს, ეს ორგანიზმის იმუნიტეტზეა დამოკიდებული.
ევროკავშირმა ჩინეთის გარდა, ე.წ. შავ სიაში ჩინეთის გარდა კორეა, ინდოეთი და კიდევ რამდენიმე აღმოსავლური ქვეყანაც შეიყვანა. რადგან, როგორც ბოლო დროის გამოკვლევებმა აჩვენა „მკვლელი“ კადმიუმი არამხოლოდ ჩინურ სათამაშოებში, არამედ ამ ქვეყნებიდან შემოსულ იაფფასიან ბიჟუტერიაშიც უხვადაა. კადმიუმის ორგანიზმში ჭარბი მოხვედრა კი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ქვეყნებში აზიიდან იმპორტირებული იაფფასიანი ბიჟუტერიის რეალიზაცია აიკრძალა. დეკემბრის ბოლომდე, ამ პროდუქციისგან, მთელი ბაზრის „გაწმენდაა“ დაგეგმილი.
მოგეხსენებათ, საქართველოს ბაზარიც საკმაოდ არის დატვირთული აზიიდან შემოტანილი დაბალი ხარისხის ბიჟუტერიით და იგი თავისი შესანიშნავი ვიზუალისა და დაბალი ფასის გამო, მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სკეპტიკოსებისათვის, რომლებიც ამ ინფორმაციის უბრალოდ „გატარებას“ გადაწყვეტენ ვიტყვით, რომ კადმიუმი არის უძლიერესი შხამი, რომელზეც განგაში ქართველმა მეცნიერებმა ჯერ კიდევ 20 წლის წინ ატეხეს და მის მავნებლობაზე არაერთი ნაშრომი გამოსცეს.
კადმიუმს ორგანიზმში დაგროვება ახასიათებს, რაც მის მომწამვლელ ზემოქმედებას კიდევ უფრო აძლიერებს. აზიიდან საქართველოში მომაკვდინებელი ლითონის შემცველი ბიჟუტერია და თოჯინები უწყვეტად შემოდის. მედიკოსთა განცხადებით, ასეთ სამკაულებთან ხშირი შეხება და შემდეგ ელემენტის სისხლში მოხვედრა, გარდა ონკოლოგიური დაავადებებისა, ნერვული სისტემის მოშლას, ღვიძლის დაშლასა და თირკმელების დაზიანებას იწვევს.
მენდელეევის პერიოდული სისტემის II ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტი, კადმიუმი Cd (Cadmium) პროფესორმა შტრომეიერმა 1817 წელს აღმოაჩინა. ეს ქიმიური ელემენტი გამოყენებულია ბირთვულ რეაქტორებში. კადმიუმის დამცველ ფენას იყენებენ ტანკების, თვითმფრინავების და გემების ასაგებად საჭირო მეტალებისათვის, მაგრამ მისი გამოყენება არ შეიძლება საკვების პროდუქტების შესანახი ჭურჭლისათვის, ვინაიდან მისი ხსნადი მარილები მომწამვლავია. კადმიუმს ასევე იყენებენ მაღალი ძაბვის სადენების, აკუმლატორების დასამზადებლად. მისი შენადნობი ოქროსთან ხასიათდება სხვადასხვა შეფერილობით, სწორედ ამის გამო გამოიყენება საიუველირო საქმეში. ეს ნივთიერება აგრთვე გამოიყენება როგორც ნახევარგამტარი. მედიკოსები და ქიმიკოსები, საქართველოს მოსახლეობას, აზიიდან შემოტანილი იაფფასიანი ბიჟუტერიის შეძენისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
წყარო