"მიშველეთ ხალხო გთხოვთ ვისაც შეგიძლიათ, გამოდით, რამით დამეხმარეთ, მომაძებნინეთ ჩემი შვილი..."
- 25/09/19
- 1271 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
საბერძნეთში, ქალაქ ათენში გაუჩინარებული გოგონას, სალომე გოგინაშვილის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, მისი დედა, ნონა კუპრაშვილი მიმართვას ავრცელებს და შვილის პოვნაში დახმარებას ითხოვს.
“მიშველეთ ხალხო, ვისაც შეგიძლიათ გამოდით, აქცია მომაწყობინეთ, მომეხმარეთ, ჩემი სალო მაპოვნინეთ” – წერს ნონა კუპრაშვილი.
სალომე გოგინაშვილი ორი დღის წინ გავიდა შინიდან და მას შემდეგ მისი კვალი იკარგება, თავდაპირველად ზარებს არ პასუხობდა, მოგვიანებით ტელეფონიც გაითიშა.


