რა განაჩენი გამოუტანა სასამართლომ დედა, რომელმაც კასპში 7 თვის ჩვილი მოკლა

გორის რაიონულმა სასამართლომ, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანი დედა დამნაშავედ სცნო და 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე, ლევან დარბაიძემ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას თავად არასრულწლოვანი ბრალდებული, ასევე მოკლული ჩვილის მამა და მისი ნათესავები ესწრებოდნენ. ბრალდებულის ახლობლები განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებიან. სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულის ყოფილი მეუღლე და მისი ნათესავები არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. გარდა ამისა, არ გამორიცხავენ, რომ შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულისთვის ამგვარი მცირე სასჯელის შეფარდება საქართველოს პარლამენტის წინ გააპროტესტონ.