დავით კიკალიშვილი საქართველოში დაბრუნდა - რომელ არხზე დაიწყებს ცნობილი ჟურნალისტი მუშაობას

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ცნობილი ტელეწამყვანი დავით კიკალიშვილი რამდენიმე დღის წინ თბილისში იმყოფებოდა და ის ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს გიორგი ლაფერაშვილს შეხვდა.

მათ შორის მოლაპარაკებები შედგა და მალე, დავით კიკალიშვილს მაყურებელი „ფორმულაზე“ ნახავს.

ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „პრაიმტაიმი“ გიორგი ლაფერაშვილს დაუკავშირდა. როგორც მან განაცხადა, კიკალიშვილს ნამდვილად შეხვდა და ორივე მხარის სურვილი არხზე თანამშრომლობაა. თუმცა, კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან ის თავს იკავებს.

„გიდასტურებთ ინფორმაციას კიკალიშვილთან შეხვედრის თაობაზე. საქართველოში როცა იყო, შევხვდით და ვისაუბრეთ. მოგეხსენებათ, ის საზღვარგარეთ ცხოვრობს ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნის. თუმცა, ორივე მხარეს გვაქვს თანამშრომლობის სურვილი“ - ამბობს „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი.