
"გიორგი სახურავიდან გადმოაგდეს..." - რა მოხდა სინამდვილეში და რატომ გადმოაგდეს არასრულწლოვანი სახურავიდან
- 29/09/19
- 8169 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ვარკეთილში კორპუსიდან გადავარნილი 16 წლის მოზარდის, მეზობლები ახალ ვერსიებზე ალაპარაკდნენ.
მეზობლებ ეჭვბენ, რომ გიორგი მძარცველებთან ლომბარდში ჩაბარებული ტელეფონის დასაბრუნებლად მივიდა, მძარცველებმა კი ის სახურავიდან გადააგდეს.
ლომბარდის მფლობელი, სადაც ტაქსის მძღოლმა ტელეფონი დასალომბარდებლად მიიტანა, დეტალურად იხსენებს ყველაფერს. მძღოლი, რომლის პირადობის მოწმობითაც არასრულწლოვნებმა მობილური დაალომბარდეს დავით დავითაშვილია. ირკვევა, რომ მობილური გიორგის გარდაცვალებიდან ზუსტად 6 საათით ადრე დალომბარდდა .
დაღუპულის მეგობრები დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი სახურავიდან კონფლიქტის დროს გადმოაგდეს.
"რომ ავდივარ დედამისი იძახის, რომ რა მოხდა, რატომ მომიკლეს, რატომ მოიკალი თავი, ხან ერთს იძახდა-ხან მეორეს. ის თავს არ მოიკლავდა, არ არსებობს", - აცხადებს დაღუპულის მეზობელი.
ამ დროისთვის ჯგუფური ძარცვის ფაქტზე 6 პირია დაკავებული. მათ შორის ორი არასრულწლოვანი. ყველა მათგანს დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ყველა მათგანი დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს.