"მან როგორც მსახიობმა თვითმკვლელობა ჩაიდინა..." - ვინ არის მსახიობი, რომელსაც ჩცდ-ში ვეღარ ვიხილავთ
- 01/10/19
- 33015 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
პირველი ოქტომბრიდან მაუწყებლობას იწყებს ახალი ტელეკომპანია "ფორმულა". როგორც მისი ხელმძღვანელები ამბობენ, ეთერში ჯერ შეძენილი პროდუქცია - სერიალები, ფილმები გავა. 5 ოქტომბერს არხის საინფორმაციო სამსახური დაიწყებს მუშაობას, შვიდში - დილის გადაცემა.
25 ოქტომბერს კი "ფორმულას" ეთერში პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალების" მე-16 სეზონი დაიწყება, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდება მაყურებელი.
"ჩცდ"-ს სიახლეების შესახებ AMBEBI.GE-ს "ფორმულა კრეატივის" დამფუძნებელი და პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ესაუბრება:
- დიდი იმედი გვაქვს, რომ თუ განსაკუთრებულ წინააღმდეგობებს და პრობლემებს არ შევხდებით, "ჩემი ცოლის დაქალები" ეთერში 25 ოქტომბერს, გეგმის მიხედვით უნდა გავიდეს... მაყურებელი სერიალს კვლავ პარასკევს, შაბათსა და კვირას იხილავს.
განსხვავებით "რუსთავი 2"-ის ეთერისგან, სადაც პრიორიტეტი პოლიტიკური კონტენტი იყო, რის გამოც ხშირად ჩვენი საეთერო დრო მონაცვლეობდა და მიბმული იყო პოლიტიკურ დღის წესრიგზე, "ფორმულაზე" პროგრამირება მკაცრად იქნება განსაზღვრული - რა საათიც იქნება სერიალზე მითითებული, იმ საათზე გავა, დრო აღარ გადაინაცვლებს.
- მაგრამ მაყურებელი იმდენად ელოდა სერიალს, რომ ეთერში მისი დაგვიანებით გასვლასაც "იტანდა"...
- კი, მაგრამ ბევრში ეს აგრესიასაც იწვევდა და ჩვენი მისამართით არაერთი უსიამოვნო შეფასებაც მოგვისმენია, რომ დანაპირებ სიტყვას ვტეხდით და სერიალი იმ დროს ვერ გადიოდა, რა დროსაც ვაანონსებდით, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია. ახლა ჩვენი მედიაპოლიტიკა ამ მხრივ პრინციპული იქნება და მაყურებლის ინტერესებს მაქსიმალურად გავითვალისწინებთ.
- სიახლეები ყოველთვის გაქვთ, ამ სეზონზე რას უნდა ელოდოს მაყურებელი?
- სიახლეები იქნება როგორც ტექნიკურ ნაწილში, ისე - შინაარსობრივში. დაემატება ორი ახალი ხაზი, შეიძლება, მეტიც, სავარაუდოდ, რაღაც ძველ ხაზებსაც გავიხსენებთ, მეტად ამოვწევთ, რომელიც ბოლო დროს მივიწყებული იყო... ამჟამად, ახალი ხაზებისთვის მსახიობების კასტინგი მიმდინარეობს, ეს სამუშაო პროცესია. შეიძლება რაღაცები შეიცვალოს...
თითოეული ახალი სეზონი მოთხოვნის თამასას მუდმივად სწევდა, შესაბამისად ამას ამჯერადაც და ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ. უკეთესები უნდა გავხდეთ, რომ მაყურებლის სიყვარული ისევ შევინარჩუნოთ... განაგრძეთ კითხვა


