შორენა ბეგაშვილი ქმარს გაშორდა
- 06/10/19
- 3593 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქართველი მსახიობი შორენა ბეგაშვილი ქმარს, ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს დაშორდა.
მსახიობმა "ინსტაგრამზე" განქორწინების მოწმობა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
Invictus motorcycle club-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც ყვითელი პრესა აქტიურად წერდა იმაზე, რომ შორენა ცოლიან მამაკაცს ხვდებოდა.
მოგვიანებით, ნანაძე ცოლს გაშორდა. ბიზნესმენმა და მსახიობმა გასულ წელს ოფიციალურად იქორწინეს.
თუმცა, როგორც ირკვევა, ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
აღსანიშნავია, რომ ბეგაშვილმა ირაკლი ნანაძეს Instagram-ზე გამოწერაც გაუუქმა.