ახალგაზრდა ქალი გორში საწოლში გველმა დაგესლა
- 07/10/19
- 1903 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გორის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდა გოგოს სავარაუდოდ, შხამიანმა გველმა დაგესლა. ,,დიანიუსის" ინფორმაციით, ქვეწარმავალი გოგონას თავს საწოლში დაესხა და კისრის არეში დაგესლა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.
,,როგორც ვიცი ლოგინში იწვა, ღამის პირველი საათი იქნებოდა და როგორც კი მოტრიალდა დაინახა, რომ მის გვერდზე, ბალიშზე იყო დახვეული გველი. დაიწივლა და ეგრევე კისერში დაკბინა" - აცხადებს დაშავებული გოგონას ახლობელი.