"ისტორიას რომელსაც ეხლა გიყვებით, ამ დროის მანძილზე ყველაზე მძიმეა რაც კი მომისმენია..."
- 11/10/19
- 5547 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ისტორიას რომელსაც ეხლა გიყვებით, ამ დროის მანძილზე ყველაზე მძიმეა რაც კი მომისმენია...
ვიქტორია ახლა 2 წლისაა და 13 ოპერაცია აქვს ჩატარებული...
საქართველოში დაიბადა, თავიდანვე პრობლემებით, რომელიც ექიმებმა ვერ დაადგინეს, 2 თვის ასაკში დედამ შემთხვევით მიიყვანა ჯოენის კლინიკაში, სადაც დადგინდა გულის მრვალობითი მანკი. სახლში აღარც გამოატანეს დედას და იქვე გაკეთდა ოპერაციაც.
ამის შემდეგ ვიქტორია კომაში იყო, მართვით სუნთქვაზე, გადარჩენის არანაირი შანსი არ იყო, მაგრამ ბავშვმა თვალები გაახილა...
შემდეგ კიდევ სხვა კლინიკის რეანიმაციაში გადაიყვანეს და იქაც ვერაფერი დაუდგინეს...
" ბავშვს მუცელი ებერებოდა და ამას არაფრად თვლიდნენ. გაბერილი მუცლით გამომატანეს სახლში"
ბავშვი სახლში დამძიმდა და კლინიკაში შეაბრუნეს, სადაც ლიტრამდე წყალი ამოუღეს მუცლიდან და გაირკვა რომ ბავშვი პათოლოგიით იყო დაბადებული... პირდაპირ რეანიმაციიდან კატასტროფით გადაიყვანეს იტალიაში , საათები იყო დათვლილი იმდენად მძიმედ იყო პატარა.
იტალიაში ჩაუტარდა არა ერთი ოპერაცია, ბავშვმა გადაიტანა და წარმატებით მიდის მკურნალობაც. ახლა ემზადებიან ღვიძლის გადანერგვისთვის, მაგრამ ძალიან დიდი ხარჯი აქვთ, საკვების და მედიკამენტების, რასაც ოჯახი ამ დრომდე თავად წვდებოდა ახლა ვეღარაფერს აკეთებენ...
ამიტომ თქვენს და ჩვენს იმედად არიან.. სულ ცოტა სულ მცირედი ამ მებრძოლი გოგოსთვის...
#ვიქტორიასთვის
www.pondi.ge ჩვენი დონაციის საიტი და უმარტივესი გადახდის მეთოდი სახლიდან გაუსვლელად, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ( VISA, MASTERCARD


