კიდევ ერთი შეზღუდვა ტაქსისტებს - მოძველებული ავტომობილით ტაქსაობა აიკრძალება
- 11/10/19
- 1732 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა სავარაუდოდ აიკრძალება. ავტომანქანის წლოვანება ერთ-ერთი საკითხი იქნება, რომლის განსაზღვრასაც თბილისის მერია ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზე გეგმავს.
გარდა ამისა, რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში მოიაზრება მძღოლებისთვის შეღავათიანი სესხის შეთავაზებაც, რათა მათ ახალი ავტომობილების შეძენა შეძლონ.
ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში მოსალოდნელი ცვლილებების საკითხზე „ინტერპრესნიუსი“ ექსკლუზიურად თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს, მამუკა მუმლაძეს ესაუბრა, რომლის თქმითაც, ყველა ინიციატივაზე, რომელიც მერიას ექნება, გადაწყვეტილება მძღოლების მოსაზრების გათვალისწინებით იქნება მიღებული.
„თუ მძღოლებთან მიიღწევა შეთანხმება, შეიძლება წავიდეთ ამ მიმართულებით, მაგრამ მათთან შეთანხმების გარეშე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ“, - განაცხადა მუმლაძემ.
მისივე თქმით, ასევე, „კარგი მიმართულებაა დაზღვევაც“.
„ძალიან ბევრ მძღოლს თუ ვკითხავთ, გვეტყვიან, რომ კარგია დაზღვევა და მესამე პირი, მგზავრიც დაზღვეული იქნება. პასუხსისმგებლობა არის მძღოლზე. შესაბამისად, თუ ამ მიმართულებით წავალთ, ცუდი არ იქნება, მაგრამ მძღოლი არ უნდა დაზარალდეს“, - განაცხადა მუმლაძემ.
თბილისის მერიის ტრასნპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის განმარტებით, ჯამში მერია ტაქსის მძღოლებს რამდენიმე მიმართულებას შესთავაზებს, თუმცა მძღოლების წინააღმდეგობის შემთხვევაში, შესაძლოა მოთხოვნები გადაიხედოს. განაგრძეთ კითხვა


