ხუთი ფილმი, რომლის ყურებითაც ამ საღამოს უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ

თუ შაბათ-კვირას სახლში ატარებთ, ან მეგობრებთან ერთად შეიკრიბეთ და რამე სურათის ნახვას გეგმავთ, აი 5 ფილმი, რომლის ნახვასაც ამ უქმეებზე ნამდვილად ღირს

1) The Dead Don't Die : ჯიმ ჯარმუშის კომედიურ ფილმში, ზომბი აპოკალიფსზე მთავარ როლებს ადამ დრაივერი, ბილ მიურეი, ტილდა სუინტონი და სელენა გომესი ასრულებენ. ფილმი 2019 კანის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი. 

1) ჩემი იასამნისფერი ღამეები : არაჩვეულებრივმა შესრულებამ და კამერის უნაკლო ნამუშევარმა ჰონგ-კონგელი რეჟისორის ვონ კარ-ვაის ფილმი ზღაპრუალდ აქცია. შეუძლებელია ვახსენოთ ეს ფილმი და არ შევაქოთ მისი საუნდტრეკი, რომლის გარეშეც ფილმი თავის მომხიბვლელოაბს დაკარგავდა. ფილმი კანის ფესტივალზე იყო ნომინირებული.

3. დედინაცვალი : ისტორია ძლიერ ემოციებზე, დედობაზე, ერთგულებასა და ბრძოლაზე, რომელსაც ხშირად ვხვდებით. მძიმე ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჯულია რობერტსი და სუზან სარანდონი ასრულებენ. სუზან სარანდონი ოქროს გლობუსზე კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალისთვის დრამაში იყო წარდგენილი.

4. საათები : სტივენ დოლდრის კომპლექსური ფილმი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ჩაიხედოთ საიდუმლოში, რომელიც ყველა ქალის გონებაშია. ფილმი ისეთ კითხვებს გვიჩენს როგორიცაა: რატომ ვართ უკმაყოფილოები ასე ხშირად? ნამდვილად არის თუ არა ბედნიერება იმაზე ახლოს, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ? ფილმი ოსკარზე 9 კატეგორიაში იყო ნომინირებული, რომლიდანაც ნიკოლ კიდმანმა ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მოიპოვა.

5. გაბედე და შემიყვარე : ენერგიული ფილმი უჩვეულო სიუჟეტით და საინტერესო პერსონაჟებით. მათი სასტიკი თამაში ეხმარება მათ აარიდონ თავი იმ ფაქტს, რომ სინამდვილეში ერთმანეთისთვის არიან შექმნილები. ნუ დახარჯავთ ბევრ დროს ფიქრზე, უბრალოდ მიიღეთ სიამოვნება ფილმისგან.