რევოლუციური აღმოჩენა - მეცნიერებმა მკერდის კიბოს ვაქცინა შექმნეს
- 12/10/19
- 1464 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილის მეიოს კლინიკის მკვლევარებმა შეიმუშავეს ვაქცინა, რომლის საშუალებით ძუძუს და საკვერცხის კიბოს არა მხოლოდ შეჩერება, მისი თავიდან აცილებაც იქნება შესაძლებელი .
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, მათი შექმნილი ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა და მისი გამოყენება, სავარაუდოდ, 8 წელიწადში დაიწყება.
,,ეს არის სრულიად უსაფრთხო ვაქცინა, რომელიც იმუნური სისტემის დაცვითი მექანიზმს გააქტიურებს და დადებით ზეგავლენას მოახდენს მკერდის და საკვერცხის კიბოსთან ბრძოლაში.პაციენტებს მისი შეძენა აფთიაქებში ექიმის დანიშნულებით შეეძლებათ“ – ამბობს მეიოს კლინიკის მკვლევარი, კეიტ ნატსონი ,,ფორბსთან” ინტერვიუში.
მკვლევარები ამბობენ, რომ ეს ვაქცინა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთ ქალზე გამოსცადეს და კლინიკური გამოკვლევები აქტიურად გაგრძელდება.