"ვაიმე გაგიჟდება დედაჩემი..." - რა რეაქცია ჰქონდა ჩიკას თელავში ექსპრონტად გათხოვების შემდეგ

თელავში ანი ჩირაძის და კონსტანტინე თედელურის სპონტანურ ხელის მოწერას წინ უძღოდა ასეთი ფაქტი: შერეული პროფესიის ადამიანები - მწერლები, მსახიობები და სხვა ცნობილი სახეები ეგიდით „ძალა ევროპაშია“ თელავში მოსახლეობას შეხვდნენ და ევროპის ძალაზე ესაუბრნენ. გაიხსნა ახალი ოფისი. იქ იმყოფებოდნენ ანი და კონსტანტინეც. წამოსვლის დღეს სპონტანურად გადაწყვიტეს ხელის მოწერა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მსახიობის მეჯვარე, მსახიობი ეკა ჩხეიძე უყვება. 

ეკა ჩხეიძე: - მე და ანი ვმეგობრობთ. ამ ქორწინებას წინ ანის და კოტეს ერთ წლიანი ურთიერთობა უძღვის. მე და ქეთი დევდარიანი ვართ ანის მეჯვარეები. ისე სპონტანურად მოხდა ეს ყველაფერი, ისე უცებ გადაწყვიტეს ურთიერთობის გაოფიციალურება და სიყვარულის გამყარება, რომ ჩვენც აღფრთოვანებულები ვიყავით ამ ყველაფრით. ყვავილებიც კი არ გვქონდა და იქვე ბაღში ვითხოვეთ დაკრეფა. ანი ბედნიერებისგან ცრემლებს ძლივს იკავებდა. ძალიან ლამაზი, არაქართული, არატრადიციული, ორიგინალური და მხიარული ქორწილი გამოვიდა. დავიშალეთ მანქანებში და მოვდივართ თბილისისკენ. 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ხელისმოწერის შემდეგ ანი ამბობს - ვაიმე, დედაჩემი გაგიჟდებაო, შემდეგ კი, მილოცვების ფონზე ისმის დათუნა გერსამიას „მრავალჟამიერი.“

დათუნა გერსამია: - თელავში გაიხსნა „ძალა ევროპაშია“-ს ოფისი და სპონტანური ხელის მოწერაც შედგა. ანიც და კოტეც ჩემი მეგობრები არიან. ჩემი „მრავალჟამიერიც“ სპონტანური იყო.