ვის ეკუთვნის მდიდრული სახლი თბილისში, რომელიც 9 მილიონად იყიდება


თბილისში კერძო სახლი თითქმის 9 მილიონ ლარად იყიდება. უძრავი ქონება დიღომში მდებარეობს. ინფორმაციას გასაყიდი სახლის შესახებ გაზეთის „სიტყვა და საქმე“ ვებგვერდი ავრცელებს.

„იყიდება დიღომში ახალაშენებული კერძო სახლი, 2 სართულიანი 900 კვ.მ , ვიტრაჟული, თანამედროვე იდეალური რემონტით. აქტივის ინტერიერზე იმუშავეს ქვეყნის წამყვანმა დიზაინერებმა. უძრავი ქონება მოიცავს 7 საძინებელს , ყველა მასტერ-ბედრუმით. სახლი ასევე მოიცავს სავარჯიშო-სატრენაჟორო, გასართობ დარბაზებს, ვერანდებს, ავტოფარეხს 3 ავტომობილზე.

ძვირადღირებული სახლი აღჭურვილია ეზოში საცურაო აუზით, დაცვის ოთახით და მომსახურე პორსონალისთვის განკუთვნილი სივრცით.

ფასი 3 000 000 აშშ დოლარი , მხოლოდ ვიპ კატეგორიის მომხმარებლებისთვის, პ.ს საექსკურსიოდ მოცლილებმა არ დარეკოთ“, – წერია ბინის აღწერაში.