გორში ქმარმა საკუთარი 17 წლის ორსული მეუღლე ცემა

გორის რაიონულმა სასამართლომ 17 წლის ორსული მეუღლის ცემაში ბრალდებულს განაჩემნი გამოუტანა.

მამაკაცს, რომელიც ცოლზე ძალადობა, 2 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 2 წლიანი გამოსაცდელი ვადა შეეფარდა.

საქმე ეხება გორში მცხოვრებ-ერთ ერთ ოჯახს, სადაც ქმარმა 17 წლის ორსულ ცოლს სახელში ხელი გაარტყა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ძალადობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, რაც სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად ჩათვალა და მასზე გარკვეული დროით ზედამხედველობა დაუშვა, თავისუფლების აღკვეთის გარეშე.

 

შენიშვნა - ფოტოსურათი მითითებულია თემატურად

 

radiomosaic.ge