"ბატონო ირაკლი, მალე გრანდიოზული საბოტაჟი გემუქრებათ..."

ეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის მეთაური დავით ნემსაძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს:

,,ეჰ ბატონო ირაკლი თქვენი დამნაშავე ხელქვეითების ნებაზე თუ მართეთ უწყება გრანდიოზული გეგმების მაგივრად გრანდიოზულ საბოტაჟს ვერ ასცდებით.

გოგიტა ფარცვანია წინა ხელისუფლების მიერ ნაწამები ომის მონაწილე ოფიცერია.

შეგახსენებთ მის სიტყვებს საწამებელში ,, გლდანის ციხეში ისე გვცემდნენ ჩვენი სისხლით ვანის ტრაპები ივსებოდა"

ეს ის ოცმეთაურია რომელსაც ბატალიონის დაშლა დააბრალეს. დიდი ფილოსოფია და სამხედრო განათლება არ უნდა იმას რომ ოცი კაცის მეთაური ათასხუთას კაცს ვერ დაშლის. 

უნდოდათ და დაიჭირეს - ბატონო ირაკლი ასე მოიქცნენ თქვენი დღევანდელი ხელქვეითები. რატომღაც მაშინ როგორც თქვენ დროს ისინი ასე ცინიკურად წყვეტდნენ ადამიანთა ბედს, გოგიტა ფარცვანია ციხიდან ფსიქოლოგიური პრობლემებით გამოვიდა ბოლომდე განადგურებული კაცს სახლში მიუარდნენ და უთხრეს

- ,,თუ ხმას ამოიღებ ისევ იქ დაგაბრუნებთო"

რომ არ გთვლიდე კაცურ კაცად სხვა ტონითაც მოგმართავდი, რბილად რომ გითხრათ ახლა რასაც გეტყვით არათუ თქვენს წარმოებულ პოლიტიკას ვნებს არამედ თქვენს პერსონას ანულებს გამოყავს ის მატყუადა და მხოლოდ სიტყვით მოსაქმედ- მე ვიცი ეს ასე არაა მაგრამ ხალხს ,,ფიცის სწამს ბოლო კი აკვირვებს".

ციხიდან გამოსვლის შემდეგ გოგიტა ფარცვანია ტიპიურ მონად მუშაობდა, სააკაშვილის ქუთაისური პარლამენტის მშენებლობაზე სადაც დღეში 20 ლარს აძლევდნენ აქედან 10 ლარი ხონიდან მგზავრობისთვის გზაში უნდოდა ხოლო ე.წ. პრარაბები დღეში მინიმუმ 5 ლარს ჯარიმას ადებდნენ ყველას მათშორის გოგიტასაც გამოდის რომ დღეში 5 ლარად მუშაობდა.

როგორია არა ორი შვილის მამა, ომის ვეტერანი და გლდანის ჯურღმულებს გამოვლილი კაცი.

არადა რამხელა იმედით უნდა შეხვედროდა ხელისუფლების ცვლილებას. 

ალბად შორს წამიყვანს იმაზე საუბარი რომ თქვენს მიერ კორუფციის გამო მოხსნილმა მინისტრმა ალასანიამ და არც სხვა მისმა შემდეგ მორბედმა ამ კაცს რეაბილიტაციის უფლება არ მისცე.

ჯანდაბას ყოველი თავდაცვაში ჩაბუდებულ მკვლელებს მათი მოკლულის და გაცოცხლებული გვამის ხილვა რომ არ სურდათ გასაგებია.

ოცნებების გაცუდებაზე და გაცრუებაზეც საუბარს არ მოვყვები.

ერთადერთი რამ ვთხოვე გენერალ შავლეგო ტაბატაძეს იქნებ ეგ ნაწამები ბიჭი სადმე დაასაქმო ბოლო ბოლო ვეტერანიათქო- მაშინ იმერეთის გუბერნატორად იყო ერთადერთი კაცია ვინც სიტყვა შეინახა ადგა და ფაროსანების ბრძოლის სამსახურში მძღოლად დაასაქმა.

ამის გამო მადლობას ვერავის ვეტყვი , საწყალი ბიჭი მუხლზე დაჩოქილი ილოცებოდა თავი ადამიანად ვიგრძენიო ბოლოს ვთხოვე შავლეგოს იქნებ მისი გამოცდილება არ დავკარგოთ ჯარში თუ არ აბრუნებენ მისი დამჭერები იქნებ რეზერვში მაინც მიღოთ მეთქი.

ფაროსანებთან პრევენციული ბრძოლა 6 თვიანი იყო ასე რომ დამთავრდა მისი სეზონური სამუშაოც, ეგონა რეზერვში მიიღებდნენ დარეკეს და უთხრეს კიდეც ჩარიცხული ხარო მაგრამ უცებ მაგიურმა ხელმა ჩაჩიბაიას თამადობით ისევ დარეკა საჭირო ადგილზე და უკვე მეორე ზარით აცნობეს ,,შენი ადგილი ჩვენთან არ არისო".

სიტუაციას ვერაფრით ვერ შევარბილებ და პირდაპირ გეკითხებით ,,გენერალ ფ&&& წოდებული ლელა ჩიქოვანის ადგილი გაქვთ უწყებაში რომელის მოხსნაც ამერიკდლებმა არ დაგანებეს რომელმა ქალმაც კაბინეტში მიისაკუთრა უმაღლესი სამხედრო ჩინი მისი შვილი დაასაქმა უშიშროებაში, მისი და და სიძე თავდაცვის სამინისტროში, მისი დის შვილის ნათლია მინისტრის აპარატის უფროსად და ნაომარი რეპრესირებული და ნაწამები გოგიტა ფარცვანიას ადგილი არ გააქვთ?

გაერკვიეთ რახდება თქვენს უწყებაში ძირს ლაფართქით კი არა ბულდოზერით გითხრიან- ასე კი დიდი რეზერვის მაგივრად დიდ საბოტაჟს მიიღებთ. ჯარს არ მოსწონს ის რაც ხდება, ჯარში არასოდეს არაფერი არ იმალება.

და ჩემი მეგობრული რჩევა იქნება ფაქიზად შეამოწმოთ მოცემული რჩევები თქვენი ,,კეთილის მსურველების" რადგან ეროვნული ხელისუფლების მტრები მასზე ტყვიის მსროლელები და ყველა თავდაცვის მინისტრს მორგებული ტიპები ვერანაირი დროშები და ტრაფარეტები ვერ იქნებიან.

ვეტერანთა დეპარტამენტი თუ რაღაც სამსახური მის ადგილზე რომ იყოს მაშინ ამ მომართვის ადრესატი თქვენ არ იქნებოდით იქედან მხოლოდ იმ უპასუხისმგებლო ხალხს ვხედავ რომლებიც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის თავს დებდნენ ხოლო მოგვიანებით მის მიერ შეწყალებული პედოფილის და მკვლელის საქმეზე პოზიცია თურმე ვერ გამოხატეს.

მართლა არ ვარ თქვენი მტერი პირიქით მხარდამჭერიც ვარ მაგრამ ვერც თქვენი დამნაშავე ხელქვეითების მოღალატეობტივ ქმედებაზე ვერ დავხუჭავ თვალებს.

რაც გითხარით პატივისცემით და ჩემი ერის სიყვარულით გითხარით. შემეძლო საერთო მეგობრისთვის დამერეკა მაგრამ რაც პირდაპირაა სათქმელი შენი ერის ზურგს უკან არუნდა იკადრო.

თქვენ გმტრობენ საკუთარი უწყებიდან - ამ ეტაპზე მე მეტს არაფერს არ ვიტყვი.

P.S. მარსელში ვარ აქაურ სმხედრო ვეტერანს მოუყევი რასაც თქვენ საჯაროდ მოგმართავთ.

თვალები ცრემლებით გაევსო მეორე დღეს მოვიდა და საგანგებოდ მითხრა ,,ეს ღალატიაო"

სამწუხაროდ ვეთანხმები გთხოვთ უნებლიეთ არ გახდეთ ამ შეთქმულების მონაწილე.

პატივისცემით შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, სამშობლოდან პოლიტიკური ნიშნით დევნილი ორგანიზაცია შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის მეთაური დავით ნემსაძე.”