ვინ არის ქალი, რომლის საქორწინო კაბამაც ფურორი მოახდინა
- 22/10/19
- 2867 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"ვფიქრობ, ეს უკვე პოლიტიკა კი არა, ჩვენი ყოველდღიურობაა, ჩვენი ცხოვრების ნაწილი, რომ რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი და ყველგან, სადაც მოვახერხებ ამას ხმამაღლა ვიტყვი."- ასე გამოეხმაურა დიზაინერი ხატია ადამია, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც მას ქცევა დაუწუნა. ყველაფერი კი დიზაინერის საქორწილო სამოსს, უფრო სწორედ კი წარწერას მის კაბაზე "რუსეთი ოკუპანტია"-ს მოყვა. საქორწილო კაბა დიზაინერმა თავად შექმნა, როგორც აღნიშნავს იმ პერიოდში, როცა რუსთაველის მოედანზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.
ხატია ადამია და ერეკლე კეკელია, 5 სექტემბერს დაქორწინდნენ. ფოტოები კი სოციალურ ქსელებში მოგვიანებით გავრცელდა და საზოგადოების მხრიდან რადიკალურად განსხვავებული შეფასებებიც დაიმსახურა. საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა ისეთიც, ვინც დიზაინერის კრეატიულ პროტესტს იწონებს და ამბობს, რომ ეს ქორწილში სულაც არ არის უადგილო და რომ ოკუპაციის გასაპროტესტებლად, ყველა ფორმა მისაღებია.