დაბადების თარიღი კარიერულ წინსვლაზე მოქმედებს

ზაფხულში დაბადებულ ბავშვებს ყველაზე ცოტა შანსი აქვთ, მომავალში დაიკავონ ხელმძღვანელის პოსტები. ამ დასკვნამდე მივიდნენ საუდერის ბიზნესსკოლის სპეციალისტები.

მეცნიერებმა შეისწავლეს 500 კომპანიის 375 ხელმძღვანელის ბიოგრაფია. აღმოჩნდა, რომ ივნისსა და ივლისში ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყველაზე ცოტა ხელმძღვანელი დაიბადა. ყველაზე მეტი ბოსი კი დაბადებულა მარტსა და აპრილში – 12, 53 და 10, 67%.

რით აიხსნება ეს კანონზომიერება? ასტროლოგია აქ არაფერ შუაშიაო, – ამტკიცებენ სპეციალისტები. “ისინი, ვინც ზაფხულში დაიბადნენ, როგორც წესი, განვითარებით თანატოლებს ჩამორჩებიან. ეს განპირობებულია სკოლაში ბავშვების ასაკის მიხედვით განაწილების მიხედვით”, – ახსნა საუდერის ბიზნესსკოლის ფინანსების პროფესორმა მორის ლევიმ.

უკვე დაწყებით სკოლაში ის, ვინც აპრილსა და მარტში დაიბადა, სწავლაში ბევრად კარგ შედეგებს აჩვენებს, ვიდრე სხვა თვეებში დაბადებულები. მათი წარმატება ადრეულ ასაკში იმით არის განპირობებული, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ისინი სხვებზე წინ მიისწრაფვოდნენ და მართლაც უპირატესები იყვნენ.

“უფრო და უფრო მეტი მონაცემი მეტყველებს იმის სასარგებლოდ, რომ ასაკის მიხედვით ბავშვების განაწილება სკოლაში მოქმედებს მათ ცხოვრებაში წარმატებაზე”, – დასძინა მორილ ლევიმ