პოლიციას პატიმარი სასამართლო დარბაზიდან გაეპარა

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში პოლიციას პატიმარი გაეპარა.

ინფორმაცია "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გაქცეული პატიმარი 21 წლის დიმა ხაჩიაშვილია, რომელიც მოქალაქის დაჭრაშია ბრალდებული.

შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაქცეული პატიმრის დაკავების მიზნით ოპერატიული-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხოლო პოლიციელის ბრალეულობას, რომელიც შემთხვევის დროს სასამართლოში იმყოფებოდა, პროკურატურა დაადგენს.


წყარო