რა გელოდებათ ნოემბრის თვეში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს მთელი თვის განმავლობაში
- 22/10/19
- 5726 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ვერძი
სასიამოვნო თვე გელით. განსაკუთრებით, სასიყვარულო ურთიერთობაში. მომხიბვლელი ხართ და შეძლებთ განწყობაც გაიუმჯობესოთ და ცხოვრებაც. მეტი ყურადღება გმართებთ პარტნიორის მიმართ. განსაკუთრებით, თუ მასთან უთანხმოება გქონდათ. შეიძლება ერთად თანაცხოვრებაც კი გადაწყვიტოთ. ეს რაც შეეხება შეყვარებულ ვერძებს. აი, მარტოხელებს კი რომანტიკული ნაცნობობა ელით და არაერთი. ერთთან კი სერიოზულ და საინტერესო ურთიერთობას ააწყობთ.
კურო
ემოციურად დაძაბული თვე გელით. თუ მშვიდად დაელაპარაკებით პარტნიორს, ნაკლებად ემოციური იქნებით და არ წამოაყვედრებთ, რასაც მისთვის აკეთებთ, სერიოზულ კონფლიქტს აიცილებთ და არც ჰარმონიას დაარღვევთ.
იყავით მომთმენი საყვარელი ადამიანის მიმართ. მარტოხელებს ერთს ვურჩევთ, ნუ შეიყვარებთ ადამიანს, სანამ კარგად არ გაიცნობთ მას. ნოემბერი უამრავი ფლირტითა და ურთიერთობით დაგამახსოვრებთ თავს და შეიძლება რომანიც კი წამოიწყოთ.
ტყუპი
თქვენი პარტნიორი თითქოს კეთილიცაა, ყურადღებიანიც, მაგრამ მაინც რაღაც მოსვენებას არ გაძლევთ. სიმართლე რომ გითხრათ, თქვენი პირადი ცხოვრება კარდინალურად არ შეიცვლება. ეცადეთ, მეტად პატივი სცეთ ერთმანეთის პირად სივრცეს, თავისუფლებას. უმჯობესია, პარტნიორს პირდაპირ, მაგრამ დელიკატურად უთხრათ, რა არ მოგწონთ მასში. მარტოხელებს ფლირტისა და ახალი სექსუალური კონტაქტების თვე ელით. ამ მხრივ, საინტერესო და სასიამოვნო ნოემბერი გელით.
კირჩხიბი
ენერგიის მოზღვავებას ყველა ასაკის კირჩხიბი იგრძნობს. ეს კი რომანტიკული ცხოვრების გამრავალფეროვნების მიზეზია. თუ პარტნიორთან მხოლოდ გართობის მიზნით გაქვთ ფლირტი, ჰკითხეთ, აკმაყოფილებს ასეთი ურთიერთობა, ან რა სურს, რომ მერე გულგატეხილი არ დარჩეს. პოზიტიური განწყობა სექსუალურ ენერგიასაც მოგიმატებთ. მარტოხელებს სურთ ფლირტი, ურთიერთობა, მაგრამ სერიოზული კავშირი არა. დაქორწინებულების ურთიერთობა კიდევ უფრო ჰარმონიული და მზრუნველი გახდება.
ლომი
სასიყვარულო პარტნიორთან მცირე გაუგებრობებია მოსალოდნელი. იმ ხასიათზე არ ხართ, რომ მას ყველა შეცდომა გაუტაროთ. ამის გამო მოიმატებს კამათი. მაქსიმალურად აღიჭურვეთ მოთმინებით და ეცადეთ, მოთოკოთ ემოციები და ვნებები. მარტოხელებს ცვლილებებისა და ახალი მიღწევების პერიოდი დაუდგათ. ნუ ენდობით სხვის რჩევებს, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.
ქალწული
დაქორწინებულებს უნდა გახსოვდეთ, რომ ერთადერთი საყვარელი ადამიანის მისია არაა თქვენი გაბედნიერება და ყველაფრის სწორად (თქვენი აზრით, რა თქმა უნდა) გაკეთება. ხანდახან მასაც უნდა ჰკითხოთ, რა გააბედნიერებს და კომპრომისზე წასვლაც უნდა შეგეძლოთ. ფინანსური სიტუაცია თქვენს პირად ცხოვრებაზეც აისახება. ნოემბერში მეტი დრო უნდა გაატაროთ ოჯახისა და ნათესავების გვერდით.
სასწორი
ეს ის თვეა, როცა მამაცობას მოიკრებთ და ცივილიზებულად და დიპლომატიურად აუხსნით საყვარელ ადამიანს, რა არ მოგწონთ მასში, თქვენს ურთიერთობებში. წყვილებს გაგიუმჯობესდებათ სექსუალური ცხოვრება. მარტოხელებს სურთ გულწრფელი და სამართლიანი ურთიერთობა და ცოტა ხანი კიდევ მარტოებს მოუწევთ ყოფნა, სანამ ისეთ პარტნიორს არ იპოვიან, ვინც იდეალურად შეეფერება მათ. განაგრძეთ კითხვა