ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ იბადებიან მილიარდერები?
- 2015-02-03 10:28:39
- 4990 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ჟურნალმა Forbes-მა, რომელიც საკმაოდ სერიოზული და გავლენიანი ფინანსური და ეკონომიკური ჟურნალია, გადაწყვიტა სახუმარო თემასაც შეხებოდა და გამოიკვლია, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ არის დაბადებული ყველაზე მეტი მილიარდერი.
Forbes-ის ვერსიით, 613 მილიარდერიდან ყველაზე მეტი - 70 ქალწულის ნიშნის ქვეშ არის დაბადებული და თავის დაბადების დღეს 23 აგვისტო-22 სექტემბრის პერიოდში აღნიშნავს. მათ შორისაა აშშ-ს ყველაზე მდიდარი ადამიანი უირენ ბაფეტი (იგი მსოფლიო რეიტინგით მეორე ადგილზეა) და კომპანია Oracle-ს დამაარსებელი ლარი ელისონი. ასტროლოგების აზრით, ეს ქალწულთა შრომისმოყვარეობით, მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებით, ყურადღებიანობით და ანალიტიკური გონების ქონითაა განპირობებული.
Forbes-ის მიხედვით, 8-8% ერგოთ მერწყულსა და ვერძებს - მათ შორისაა Microsoft-ის წარმომადგენელი სტივ ბალმერი და IKEA-ს დამაარსებელი ინგვარ კამპრადი. ბილ გეითსი - მორიელია. მილიარდერთა ყველაზე ცოტა - 6% მშვილდოსანია. მაგალითად სტივენ სპილბერგი. ამ ფაქტს ასტროლოგები მშვილდოსანთა არაორგანიზებულობით ხსნიან.
წყარო