"ეს არის კარფურში ნაყიდი შოკოლადი დათუნია, ნახევარ კილოში 16 ლარი გადავიხადე..."
- 24/10/19
- 6475 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ჩიქოვანი Facebook-ზე წერს, რომ შოკოლადი, რომელიც მაღაზია კარფურში იყიდა, ჭიებით იყო სავსე.
„კარფურში ნაყიდი შოკოლადი დათუნია-500 გრ 16.00ლ. ჩვეულებრივი საწამლავია საყვარელ შეფუთვაში...და ეს მეორე შემთხვევაა, რამდენიმე თვის წინ ორაგულის გაფუჭებული სტეიკი გამომატანეს, თან საგულდაგულოდ შეფუთული რომ უცებ არ გცემოდა ის საშინელი სუნი. სირცხვილია რა!!!" - წერს ჩიქოვანი


