"ახლა მაცნობეს სამწუხარო ამბავი მოხდა სასამართლო დარბაზში, პირდაპირ სხდომაზე ჩვენი კოლეგა გარდაიცვალა"
- 25/10/19
- 12630 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სასამართლო დარბაზში საქმის განხილვის დროს ადვოკატი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ავრცელებს.
„ახლა მაცნობეს სამწუხარო ამბავი, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ჩვენი კოლეგა ნოდარ ილურიძე გარდაიცვალა სასამართლო სხდომის დარბაზში.
ადვოკატთა ასოციაციის სახელით ვუთანაგრძნობ ოჯახს და მეგობრებს, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი", - წერს ასათიანი სოციალურ ქსელში.


