ცნობილი ადამიანები, რომლებიც არქიმანდრიტმა ბართლომემ სხვადასხვა დროს დაწყევლა

"მიხეილ სააკაშვილი, თამარ კორძაია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ანიტა რაჭველიშვილი - ეს ის არასრული ჩამონათვალია, სადაც შემავალი ადამიანები თავის დროზე არქიმანდრიტ ბართლომეს წყევლის ობიექტები იყვნენ.

მისი თქმით, ეს ადამიანები რაღაც საკითხებთან დასავშირებით არ მოეწონა და დარწმუნებულია, რომ გაკრიტიკების შემდეგ ისინი გამოფხიზლდნენ.
"ასე მიმართვა არის იმის საწინდარი, რომ ადამიანებმა შეიგნონ, რასაც აკეთებენ და გამოფხიზლდნენ. როცა ისე ელაპარაკები, როგორც სხვები, ეს ხმა რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, მაგრამ როცა ასე მკვეთრად ელაპარაკები, ის ფხიზლდება...", - აცხადებს სასულიერო პირი ტვ პირველის ეთერში.

შეგახსენებთ, ბერას მიმართ კრიტიკული სტატუსის გამო არქიმანდრიტმა საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი დაწყევლა და მას ყელის კიბო უსურვა, დაწერა რა, რომ "რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის", ხოლო ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ მომღერალი არ დაუწყევლია და უბრალოდ, უნდოდა, იმ დონემდე მიეყვანა, რომ მას ბოდიში მოეხადა ბერას შეურაცხყოფის გამო.