ვანგას წინასწარმეტყველება - რა გველოდება ვირთხის წელიწადში სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებს

2020 წელს ლითონის ვირთხის წელიწადი მოდის, ნათელმხილველის, ვანგას თქმით, ამ წელიწადში დაბადებული ზოდიაქოს ნიშნებისთვის ძალზე სასარგებლო იქნება, მთელი წლის განმავლობაში მრავალი წარმატებული ნაბიჯი ელით, ჰარმონია და დინამიური ნაბიჯები წარმატებას მოუტანს მათ.
2020 წელს ხარისთვისაც წარმატებული იქნება. ამასთან ერთად, ვანგა აფრთხილებს ამ წელს დაბადებულებს, უხეში ძალა არ გამოიყენონ. უკეთესია ინტელექტით იმოქმედონ. წელი ბევრ ახალ შესაძლებლობას და ფინანსურ კეთილდღეობას მოუტანს მათ.

მომდევნო წელს ვეფხვი გამოიყენებს მიზნის მიღწევისთვის ყველა შესაძლებლობას, თუმცა არაკეთილმოსურნეები "თქვენს ბორბლებში ჯოხებს გაჩხირავენ". ვანგა ურჩევს, არავის ენდონ მომავალ წელს, ამის შემდეგ გექნებათ კეთიდღეობა.
არცთუ ხელსაყრელი წელი იქნება კურდღლებისთვის. იქნება დიდი ხარჯები და ფულადი ზარალი. დაისახეთ პრიორიტეტები და ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გექნებათ საკმარისი ძალა. იყავით მშვიდი და გონივრული.

რთული წელი იქნება დრაკონებისთვისაც. მრავალი უცნაური და გაუგებარი პრობლემა შეხვდებათ.ბრძოლა მოუწევთ ნეგატიურ დამოკიდებულებებთან, ამიტომ რეკომენდებულია იმ ადამიანებთან რაც შეიძლება უფრო მეტი კომუნიკაცია, რომლებსაც პოზიტიური შეხედულება აქვთ სამყაროზე.
შორსმჭვრეტელობა გველებს კარგი ექნებათ 2020 წელს. დიდი განსაცდელის მიუხედავად, ისინი უშედეგოდ არ გარისკავენ. გველების სურვილები ასრულდება.
ცხენებს მოუწევთ ადაპტირება ახალ შეზღუდვებთან და მოუწევთ არცთუ ისე კომფორტულ პირობებში მიიღონ გადაწყვეტილება. წელი იქნება ძალზე ენერგოაზარტული, ამიტომ რეკომენდებულია მეტი მოდუნება და ინტელექტის განვითარება.
თხისთვის არასტაბილურობით სავსე წელი იქნება და მოუწევთ ბრძოლა.. მუდმივად ცვლადი რიტმები მრავალჯერ ამოაგდებს კალაპოტიდან. სამაგიეროდ, მიიღებენ კრიტიკულ სიტუაციებიდან გამოძრომის ფასდაუდებელ გამოცდილებას, რაც მომავალში გამოადგებათ.
მაიმუნებმა მომავალ წელს პრიორიტეტები უნდა დაგეგმონ. შეძლებენ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას, შესაძლოა შეხვდნენ მომავალ მეორე ნახევარს და აიხდინონ სანუკვარი სურვილი. განაგრძეთ კითხვა