
მთვრალმა მამაკაცმა 8 თვის ბავშვს თავი მოაჭრა - საზარელი მკვლელობის დეტალები
- 29/10/19
- 2382 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ბელორუსში მამაკაცი, რომელმაც 8 თვის ბავშვს სამზარეულოს დანით თავი მოაჭრა სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დახვრეტენ. 48 წლის ვიქტორ სირაჰელს თვალებს აუხვევენ და მუხლდაჩოქილ მდგომარეობაში ესვრიან სიკვდილმისჯილთა საკანში,- ინფორმაციას MIRROR-ი ავრცელებს.
ახალშობილის დედას, 26 წლის ნატალია კოლბს აღნიშნულ დანაშაულზე სირაჰელთან თანამონაწილეობის გამო 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოლბის მეუღლე, ლეონიდი როდესაც სახლში დაბრუნდა თავის ორ ვაჟიშვილთან ერთად, აღმოაჩინა ქალიშვილის გარდაცვლილი სხეული იატაკზე, რომელსაც თავი არ ჰქონდა და სისხლში იყო ამოსვრილი.
დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია- სირაჰელი და კოლბი ალკოჰოლს მიირთმევდნენ, რა დროსაც 8 თვის გოგონას სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს- ბავშვს 46 ჭრილობა მიაყენეს შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფების გამოძახების შემდეგ ექიმებმა მომხდარის ნახვისსგან გონება დაკარგეს.
ბელორუსში არსებული კანონის თანახმად, სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება ქალებზე, სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით მკვლელ დედას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ბელორუსის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან (1991 წლიდან) დღემდე 400 სიკვდილით დასჯის შემთხვევა დაფიქსირდა.