დღეიდან პარკირების წესების დარღვევისთვის მოსახლეობა 10 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმდება

ავ­ტო­მან­ქა­ნის პარ­კი­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა­ზე ჯა­რი­მა 10 ლა­რი­დან 50 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. კა­ნონ­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის დე­ტა­ლებ­ზე მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ისა­უბ­რა.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ პარ­კი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე ჯა­რი­მა შე­ად­გენ­და 10 ლარს. ჩვენ პარ­ლა­მენტს წარ­ვუდ­გი­ნეთ კა­ნონპ­რო­ექ­ტი და მო­ვი­თხო­ვეთ, რომ ეს თან­ხა გაზ­რდი­ლი­ყო. გუ­შინ პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით გა­ზარ­და ჯა­რი­მა და ახლა პა­არ­კი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე ჯა­რი­მა შე­ად­გენს 50 ლარს.

პარ­კი­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა­ზე ჯა­რი­მის გაზ­რდის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი სატ­რას­პორ­ტო სის­ტე­მის მო­წეს­რი­გე­ბა და ის გა­რე­მო­ე­ბაა, რომ ქა­ლაქ­ში უკვე მოქ­მე­დებს ზო­ნა­ლურ სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მერ­მა ჯა­რი­მის გა­დახ­დის წე­სის ცვლი­ლე­ბებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მარ­თალ­დაღ­ვე­ვის ოქმი სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სდე­ბა.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ვნიშ­ნო, რომ ჯა­რი­მის ჩა­ბა­რე­ბის წესი შე­იც­ვა­ლა. აქამ­დე მხო­ლოდ ფოს­ტით ეგ­ზავ­ნე­ბო­და სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი ად­რე­სატს, ახლა თუ ფოს­ტით ვერ მოხ­დე­ბა ოქ­მის მი­წო­დე­ბა და ჩა­ბა­რე­ბა, იგი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე, რომ­ლის მი­სა­მარ­თია parking.tbilisi.gov.ge.

ეს არის ჯა­რი­მის ჩა­ბა­რე­ბი­სა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის სწო­რედ ის მო­დე­ლი, რო­მელ­საც იყე­ნებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ვი­დე­ო­ჯა­რი­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჯა­რი­მის გა­მო­წე­რი­დან 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი პირი შევა ვებ-გვერ­დზე, ის მი­ი­ღებს 20 პრო­ცენ­ტი­ან ფას­დაკ­ლე­ბას და მას არ მო­უ­წევს ჯა­რი­მის თან­ხის სრუ­ლად გა­დახ­და" - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ. განაგრძეთ კითხვა